"ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო ბომბარდირთა სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. მან სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
გიორგი მიქაუტაძე იგივე ჟორჟი, როგორც მას მეორე სამშობლოში ეძახიან, ამ სეზონის ნაკრების ვარსკვლავია. ფრანგული მედიაში გამოქვეყნდა მისი მშობლების ინტერვიუ, რომლებიც წარმატებულ შვილზე საუბრობენ.
ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან: "ჟორჟი ჩვენი ოჯახის სიამაყეა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც“ - ასე იწყება მიქაუტაძის მშობლებთან ინტერვიუ, რომლებიც შვილის ფენომენზე საუბრობენ.
ფეხბურთელის მშობლები თბილისიდან არიან. "პირველი სიტყვა, რომელიც შეგვიძლია გითხრათ, სიამაყეა", - ამბობენ ისინი ერთხმად.
"ჟორჟი გარშემორტყმულია ისეთი ხალხით, ვინც მას აფასებს და უყვარს", - დასძენს დედა. გააგრძელეთ კითხვა