"ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი?
ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 21-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით.
არა იმიტომ, რომ ევროპაზე მოიპოვეს საგზური, ან თუნდაც 1/8 ფინალში გავიდნენ და დაამარცხეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველას დაანახეს, რა არის ბრძოლა ბოლომდე, ერთიანობა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა, როგორებიც ვართ და ვიყავით.
ვულოცავ ყველა ქართველს.