ულამაზესი ცოლები და შანსდარჩენილი გოგონები - ნაკრების ფეხბურთელების პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

ულამაზესი ცოლები და შანსდარჩენილი გოგონები - ნაკრების ფეხბურთელების პირადი ცხოვრება

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, საზოგადოება უფრო დაინტერესდა ქართველი ფეხბურთელებით და მათი პირადი ცხოვრებით.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, ყველა შეუღლებულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილმა უმშვენიერეს ელენე ეპიტაშილს ხელი სთხოვა და ქორწილისთვის ემზადებიან.

mamardashvili-da-gvanca-1719583694.jpg

მის შესახებ გიორგიმ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენე მისი აღმოჩენაა:

"ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს, ძალიან მაგარია გოგოა..."

26 მაისს, ისტორიული თამაშის დღეს, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან განაცხადა, რომ მალე მამა გახდებოდა. "კვარას" მეუღლე ნიცა თავაძეა.

kvara-1719583693.png
"კვარა" ნიცასთან ერთად

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია 2023 წელს და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სა­ბე­რაძ­ნე­თან ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთ შე­მოქ­მედს ნიკა კვეკ­ვეს­კირს ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი ჰყავს. ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე სა­ლო­მე ბე­ბუაა. სა­ლო­მეც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. იგი პრო­ფე­სი­ით ექიმ-სტო­მა­ტო­ლო­გია. წყვილს 2 გო­გო­ნა ჰყავს.

giorgi-witaishvili-sofia-murza-1719583691.png
გიორგი წიტაიშვილი მეუღლესთან ერთად

გიორგი წიტაიშვილის მეუღლე სოფია მურზაა.

"ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, ზო­გა­დად ამ­ბო­ბენ, რომ ღმერ­თი როცა გაძ­ლევს გო­გოს, ემო­ცი­უ­რი ხდე­ბიო. უფრო თბი­ლი გავ­ხდი" - ამბობს ფეხბურთელი Geo Team-თან ინტერვიუში.

სო­ფია მურ­ზა:

- ერ­თმა­ნე­თი სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე გა­ვი­ცა­ნით. ძმას­თან ერ­თად ერთ-ერთი ტურ­ნი­რის ფი­ნალს და­ვეს­წა­რი. გიოს გა­სულ მატჩზე წი­თე­ლი ბა­რა­თი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ამი­ტომ ტრი­ბუ­ნა­ზე იჯდა. ერ­თმა­ნეთს იქ გა­და­ვე­ყა­რეთ, შემ­დეგ კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­პო­ვა.

ლაშა დვალი მაკა ბუ­ა­ჩი­ძე­ზე 2019 წელს და­ქორ­წინ­და. ისინი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და.

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი გო­გო­ნა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი სან­დრა მენ­დონ­საა.

ფეხბურთელ საბა ლობჟანიძის მეუღლე კი სალი კერატიშვილია. ისინი ბავშვს ელოდებიან.

გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კოკოლაშვილია, წყვილს ორი შვილი ჰყავს. ისინი საქართელოში ცხოვრობენ გიორგი კი ირანში მარტო ცხოვრობს.