ულამაზესი ცოლები და შანსდარჩენილი გოგონები - ნაკრების ფეხბურთელების პირადი ცხოვრება
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, საზოგადოება უფრო დაინტერესდა ქართველი ფეხბურთელებით და მათი პირადი ცხოვრებით.
როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, ყველა შეუღლებულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილმა უმშვენიერეს ელენე ეპიტაშილზე დაქორწინდა.
მის შესახებ გიორგიმ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენე მისი აღმოჩენაა:
"ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს, ძალიან მაგარია გოგოა..."
26 მაისს, ისტორიული თამაშის დღეს, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან განაცხადა, რომ მალე მამა გახდებოდა. "კვარას" მეუღლე ნიცა თავაძეა. მათ ვაჟი შეეძინათ.
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს დაქორწინდა. წყვილმა საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა ჯვარი.
საქართველოს ნაკრების საბერაძნეთან ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთ შემოქმედს ნიკა კვეკვესკირს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. ფეხბურთელის მეუღლე სალომე ბებუაა. სალომეც აფხაზეთიდან დევნილია. იგი პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია. წყვილს 2 გოგონა ჰყავს.
გიორგი წიტაიშვილის მეუღლე სოფია მურზაა.
"ბავშვის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა, ზოგადად ამბობენ, რომ ღმერთი როცა გაძლევს გოგოს, ემოციური ხდებიო. უფრო თბილი გავხდი" - ამბობს ფეხბურთელი Geo Team-თან ინტერვიუში.
სოფია მურზა:
- ერთმანეთი საფეხბურთო მატჩზე გავიცანით. ძმასთან ერთად ერთ-ერთი ტურნირის ფინალს დავესწარი. გიოს გასულ მატჩზე წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ამიტომ ტრიბუნაზე იჯდა. ერთმანეთს იქ გადავეყარეთ, შემდეგ კი "ინსტაგრამზე" მიპოვა.
ლაშა დვალი მაკა ბუაჩიძეზე 2019 წელს დაქორწინდა. ისინი დაქორწინებამდე რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული გოგონა, ბრაზილიელი სანდრა მენდონსაა.
ფეხბურთელ საბა ლობჟანიძის მეუღლე კი სალი კერატიშვილია. ისინი ბავშვს ელოდებიან.
გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კოკოლაშვილია, წყვილს ორი შვილი ჰყავს. ისინი საქართელოში ცხოვრობენ გიორგი კი ირანში მარტო ცხოვრობს.