"კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს... ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი? - კვირის პალიტრა

"კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს... ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი?

ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

"მე კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ და ვიცი, მას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს. ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ.

ესპანეთის ნაკრები შეგვიტევს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, რომ დაცვაში შეცდომა არ დავუშვათ და შეტევაში სახიფათო ვიყოთ.

მეტოქის შესწავლა ყოველთვის ხდება და მათ შორის ახლაც ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ". sportall.ge