რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც - კვირის პალიტრა

რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.