"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!" - რას წერს საქართველოში გერმანიის ელჩი? - კვირის პალიტრა

"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!" - რას წერს საქართველოში გერმანიის ელჩი?

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"