თეთრი სახლი ისევ უკრძალავს კიევს ყველაზე „მსუყე“ რუსული სამიზნის დაბომბვას... - კვირის პალიტრა

თეთრი სახლი ისევ უკრძალავს კიევს ყველაზე „მსუყე“ რუსული სამიზნის დაბომბვას...

ყველა ომში არის მოწინააღნდეგის განსაკუთრებული სამხედრო ობიექტები,რომელთა გამოყენებითაც დიდ ზიანს ნახულობს მეორე მხარე...

რუსეთ-უკრაინის ომში კი ასეთ რუსულ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზა წარმოადგენს, საიდანაც ყოველდღიურად ჯგუფურად აფრენილი Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილს, მათ შორის ვოვჩანსკსა და ხარკოვს სისტემატურად „აყრიან“ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით(УМПК) აღჭურვილ სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბებს, რაც მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგს იწვევს როგორც უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, ისე უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში.

2-voro-1719743777.jpg
ბალტიმორის აეროდრომიდან აფრენილი რუსული Су-34ტიპის საფრონტო ბომბდამშენი ყოველდღიურად უშვებენ უკრაინის ქალაქებისკენ პლანირებად საავიაციო ბომბებს...

ამის აღსაკვეთი მხოლოდ სამი გზა აქვს უკრაინის გენშტაბს;პირველი-უშუალოდ პლანირების რეჟიმში მფრენი საავიაციო ბომბების ჩამოგდება, მაგრამ ეს ისედაც ძალზე დეფიციტური საზენიტო რაკეტების დიდ ხარჯვას გამოიწვევს და„ეფექტიანობა-ღირებულების“ ჭრილში ძალზე წამგებიანიგამოვა უკრაინის არმიისთვის.

მეორე-იმ რუსული საფრონტო ბომბდამშენების ჩამოგდება,რომლებიც ამ პლანირებად ბომბებს უშვებენ-ამისთვის საჭიროა შორსმოქმედი „პეტრიოტის“ საზენიტო დანადგარების ახლო „მიჩოჩება“ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, რომ მისწვდნენ საზღვრიდან 30-40 კმ-ში მფრენ რუსულ ბომბდამშენებს, საიდანაც ისინი უშვებენ 50-70 კმ-მდე სიშორეზე პლანირებად საავიაციო ბომბებს.ეს კი ძალიან ზრდის ძვირადღირებული და დეფიციტური „პეტრიოტის“მობილური დანადგარების რუსული მზვერავი დრონებისმიერ აღმოჩენისა და განადგურების ალბათობას-ორიოდთვის წინ სწორედ ასე, „პეტრიოტის“ ორი გამშვები დანადგარი რუსულმა „ისკანდერმა“ ზუსტი დარტყმით გაანადგურა.

მესამე-პლანირებადი ბომბების ჩამომგდები რუსული საფრონტო ბომბდამშენების განადგურება მათსავე ბაზირების აეროდრომზე. ეს ყველაზე მომგებიან გამოსავლად მოჩანს, რადგან ეს ბომბდამშენები ფრინდებიან ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომიდან, რომელიც უკრაინელების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან 240 კმ-ით თუა დაშორებული. ომის დაწყებიდან, უკრაინელ სამხედროებს რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა ბალტიმორის აეროდრომზე კამიკაძე-დრონებით განეხორციელებინათ საჰაერო დარტყმები, მაგრამ მათი უმეტესობა რუსმა მეზენიტეებმა წარმატებით მოიგერიეს, რადგან ამ მნიშვნელოვანი სამხედრო-საჰაერობაზის სამხრეთ მიმართულებაზე ძლიერი, ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ზღუდე მოაწყვეს.

კამიკაძე-დრონების გარდა, ამ მანძილზე უკრაინელები შეიძლება მისწვდნენ იმ ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებითაც არაერთი წარმატებული საჰაერო დარტყმა განახორციელეს ანექსირებული ყირიმის პორტებში მდგარ რუსეთის შავი ზღვისფლოტის სამხედრო ხომალდებზე.

მაგრამ,უკრაინულ მხარეს ჩრდილოეთმიმართულებაზე,უშუალ;ოდ რუსეთის ფედერაციისტერიტორიის სიღრმეში ეს რაკეტები ჯერ არგამოუყენებია.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გაუგზავნა 300 კმ-მდე მფრენი „ჰაიმარსის“ აერობალისტიკური რაკეტები უკრაინის არმიას, ხოლო მოგვიანებით ნებაც დართო რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღის გამოყენებაზე, გაჩნდა იმის დიდი მოლოდინი, რომ უკრაინელები ამ ამერიკული ATACMS-ებით პირველ რიგში სწორედ ვორონეჟის რუსულ აეროდრომზე იყრიდნენ ჯავრს, რადგან რუს მეზენიტეებს ძალიან გაუჭირდებოდათ ამერიკული აერობალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, თუმცა...

3-voro-1719743818.jpg
რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენის პილონზე ჩამოკიდებული 500 კგ კალიბრის უმართავი საავიაციო ბომბი აღჭურვილი პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК)-ჩამოგდების შემდეგ ბომბი ჰაერში გადატრიალდება, უნივერსალური მოდული გაშლის ფრთებს, დაიწყებს პლანირებას 50-70 კმ-ის სიშორემდე დამიზანს 10-20 მეტრის სიზუსტით მოხვდება გლობალური თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის გამოყენებით...

როგორც ირკვევა, ვორონეჟის ბალტიმორის რუსულ საჰაერო ბაზაზე საჰაერო იერიშების მიტანას უკრაინის გენშტაბს ისევ აშშ-ის ხელისუფლება უკრძალავს-ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალი Forbes-ი იტყობინება, თეთრი სახლის ინკოგნიტო ჩინოვნიკებზე დაყრდნობით...

ვაშინგტონში ისევ ივლებენ თავისთვის „წითელ ხაზებს“ დაკვლავ უფრთხიან, რომ ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით ვორონეჟის საჰაერონ ბაზაზე იერიში მიტანის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომიესკალაცია მოხდება და კრემლი საპასუხო ქმედებებს განახორციელებს..

თეთრი სახლის ამ ძალზე ფრთხილმა პოლიტიკამ უკვე ძალიან ავნო აგრესორ რუსეთთან სამწლიან უთანასწორო ომში ჩართული უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებს-პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია და პირველ რიგში პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ასევე უფრთხოდნენ უკრაინის არმიისთვის ჯერ „ჯაველინების“, შემდეგ „ჰაიმარსებისა“ თუ„პეტრიოტების“ გადაცემას, მაგრამ საბოლოო ჯამში უკრანელი სამხედროებისთვის მათი მიწოდების შემდეგ უფრო დიდი საშინელება, რასაც ისედაც აკეთებენ რუსი ოკუპანტები უკრაინის მიწაზე, არ მომხდარა. სამაგიეროდ თეთრი სახლის გაუბედაობამ და დროის გაჯანჯლებამ ამა თუ იმ ახალი სახის შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილების მიღებაში, დიდად უარყოფითად იმოქმედა უკრაინის არმიის ბრძოლის უნარიანობაზე და ხელი შეუწყო პუტინის არმიის მიერ უკრაინის ახალ-ახალი ტერიტორიების ოკუპაციას...

ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზისგანეიტრალება,დღეს უკრაინის გენშტაბის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს,რომლის ტექნიკურად განხორციელების საშუალებები უკვე გააჩნია გინდ ფრთოსანი და გინდაც ბალისტიკური რაკეტების სახით, მაგრამ ამისთვის მხოლოდ თანხმობის ერთი სატელეფონო ზარიღაა საჭირო ოკეანის გაღმელი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან...