"ლივერპული" ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს? - კვირის პალიტრა

"ლივერპული" ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლი­ვერ­პუ­ლი" ბრა­ზი­ლი­ე­ლი მე­კა­რის, ალი­სონ ბე­კე­რის პო­ტენ­ცი­ურ შემ­ცვლე­ლად გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს გა­ნი­ხი­ლავს. რა­დიო Marca-ს ცნო­ბით, ალი­სონ ბე­კე­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რედ ით­ვლე­ბა და "ლი­ვერ­პუ­ლის­თვის" მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლას წარ­მო­ად­გენს, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის და­ტო­ვე­ბას აპი­რებს.

ად­რე­უ­ლი ვა­რა­უ­დე­ბის მი­ხედ­ვით, მე­კა­რე იმ მცი­რე ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, რო­მე­ლიც კლუ­ბის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კვლავ უც­ნო­ბი რჩე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი არა­ბულ­მა კლუბ­მა გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ალი­სონ­მა ალ ნას­რში გა­დას­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და მერ­სი­სა­იდ­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­კე­რის მიერ კლუ­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­წყდა, ევრო-2024-ის ფონ­ზე კვლავ და­ი­წყო მის შემ­ცვლელ­ზე სა­უ­ბა­რი. "ლი­ვერ­პულს" ახლა ქარ­თვე­ლი გმი­რის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­ში­რე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, მა­მარ­დაშ­ვი­ლი ალი­სო­ნის სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა. "თუ ალი­სო­ნი ლი­ვერ­პულს და­ტო­ვებს, ამ როლ­ზე მა­მარ­დაშ­ვილ­ზე უკე­თე­სი კან­დი­და­ტე­ბი ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა,"- წე­რენ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი. "მას წინ დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს და შე­საძ­ლოა ლი­ვერ­პულ­მა ეს დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ად ჩათ­ვა­ლოს, რო­გორც ეს თა­ვის დრო­ზე ალი­სო­ნის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­კე­თა". იხილეთ სრულად