ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - რას წერს ესპანური მედია დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის - კვირის პალიტრა

ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - რას წერს ესპანური მედია დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის

რო­გორც ეს­პა­ნუ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მა AS წერს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფში უკვე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს და ამი­ტომ, შე­საძ­ლო პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის გან­ხილ­ვა­ცაა სა­ჭი­რო.

წყა­რო უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის სტა­ტის­ტი­კა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

ირ­კვე­ვა, რომ "ჯვა­რო­სან­თა" მე­კა­რეს კა­რი­ე­რა­ში ჯამ­ში 19 პე­ნალ­ტი და­ურ­ტყეს, სა­ი­და­ნაც 5 მო­ი­გე­რია (3 "ვა­ლენ­სი­ა­ში" და 2 "ლო­კო­მო­ტივ­ში").

უშუ­ა­ლოდ პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გი­ორ­გიმ 4-ჯერ ითა­მა­შა. 17 თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი­დან 1 მო­ი­გე­რია (სა­ბერ­ძნეთ­თან) რაც წარ­მა­ტე­ბის 5,88%-ს აძ­ლევს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნეთს შო­რის თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.