"დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული - მოედანზე და ტრიბუნაზე, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია - გამარჯვება ბიჭებო!" - კვირის პალიტრა

"დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული - მოედანზე და ტრიბუნაზე, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია - გამარჯვება ბიჭებო!"

დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.

"დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ.

დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული - მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და ბერში.

ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.

გამარჯვება ბიჭებო!” , - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე, დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.