ვინ არის 14 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს "თავზე დაახტა"? - კვირის პალიტრა

ვინ არის 14 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს "თავზე დაახტა"?

საქართველოს ნაკრებთან 0:2 მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდო უსიამოვნო ინციდენტში გაეხვია. ის 66 წუთის განმავლობაში, მანამდე, ვიდრე მოედანზე იყო, მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ.

39 წლის ვარსკვლავი მოედნიდან გადიოდა, რა დროსაც მოულოდნელად ტრიბუნიდან გულშემატკივარი გადმოხტა და რონალდოსთან მიახლოება სცადა.

"რა ჯანდაბა მოხდა?!", - იკითხა გულშემატკივრის გადმოხტომის შემდეგ რონალდომ, რომელიც შოკირებული იყო და ტრავმას "სტიუარდმა" გადაარჩინა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს უცნობი ბიჭი 14 წლის ქართველი გულშემატკივარია.

წყარო: "რუსთავი 2"