"ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტის და­ღუპ­ვის ფაქ­ტი სამ­წუ­ხა­როდ და­დას­ტურ­და" - ცნობილია კვარიათში, ზღვაში დაღუპული გოგოს ვინაობა - კვირის პალიტრა

"ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტის და­ღუპ­ვის ფაქ­ტი სამ­წუ­ხა­როდ და­დას­ტურ­და" - ცნობილია კვარიათში, ზღვაში დაღუპული გოგოს ვინაობა

რამდენიმე დღის წინ კვარიათში ზღვაში ორი ადამიანი გაუჩინარდა. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ჩი­ნო მა­კა­რი­ძეა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის დას­თან და სტუ­მარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ზღვა­ზე. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა სა­ჩი­ნო ერთ-ერთი გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ცურ­ვა არ იცო­და.

მეორე გარდაცვლილი თსუ-ს სტუ­დენ­ტი, ელი­ზა­ვე­ტა ხოშ­ტა­რი­აა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს:

"ტკი­ვი­ლი და და­ნა­კარ­გი ოჯა­ხის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის - ელი­ზა­ვე­ტა ხოშ­ტა­რია, თსუ ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტის და­ღუპ­ვის ფაქ­ტი სამ­წუ­ხა­როდ და­დას­ტურ­და.

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ამ დიდი ტრა­გე­დი­ის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახს, მე­გობ­რებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხდე­ბა­ში.

.