"მადლობა საქართველო, შენ ჩემპიონობას იმსახურებ, ეს მხოლოდ დასაწყისია!" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს? - კვირის პალიტრა

"მადლობა საქართველო, შენ ჩემპიონობას იმსახურებ, ეს მხოლოდ დასაწყისია!" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს კიდევ ერთი ისტორიული მატჩი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებთან დავმარცხდით, ჩვენმა ფეხბურთელებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იმდენს მიაღწიეს, რომ მაინც გამარჯვებულები არიან!

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, პირველი ისტორიული გოლი, პენალტი და ბრძოლა, თითქოს ეს უკანასკნელი თამაში ყოფილიყო... "კვარა", მამარდა", გიორგი მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, გველესიანი და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში იყო, ისტორიაში შევიდა. მათ შეუდარებელი თამაშით მთელს ქართველ ერს დაუვიწყარი ბედნიერება და უდიდესი სიხარული მიანიჭეს.

ქართველი ფეხბურთელები მთელი მსოფლიოსთვის აღმოჩენაა, არავის ეგონა თუ საქართველო ამდენს მიაღწევდა, რა თქმა უნდა, ქართველების გარდა! გულშემატკივართა რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ ქომაგობით მთელი მსოფლიო გააოცეს, გერმანიის ქალაქებიდან ვრცელდებოდა ქართველ გულშემატკივართა მსვლელობის ვიდეოები, "ქართველთა ზღვა" აოცებდა მთელს ევროპას!

შეგახსენებთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა. 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა 1:1 და­ას­რუ­ლა. 26 ივ­ნისს კი პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა.

"საქართველოს ნაკრების თავგადასავალი ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა"

"საქართველომ ჩვენი გული მოიგო"

"საქართველო ამ თამაშის მოგებას იმსახურებდა"

"საქართელო, არ დანებდე, ეს არ არის დასასრული"

"ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშეს და ეს იყო ლეგენდარული თამაში"

"მადლობა საქართველო, შენ ჩემპიონობას იმსახურებ, ეს მხოლოდ დასაწყისია!" - წერენ უცხოელები UEFA EURO 2024-ის ფეისბუქ გვერდზე.