აშშ-ის საელჩო: "მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის - რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა - გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას" - კვირის პალიტრა

აშშ-ის საელჩო: "მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის - რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა - გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას"

მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

„ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

IPN