"ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენს ბიჭებს!" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენს ბიჭებს!"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ მატჩს "ფე­ის­ბუქ­ზე“ ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ "ზოგ­ჯერ წა­გე­ბაც გა­მარ­ჯვე­ბაა“.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს მად­ლო­ბას უხ­დის.

"ზოგ­ჯერ წა­გე­ბაც გა­მარ­ჯვე­ბაა! მად­ლო­ბა ჩვენ ბი­ჭებს!“ - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა. მატ­ჩი ეს­პა­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 4:1 დას­რულ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

წყარო