"საბა რამდენიმე დღე ებრძოდა მაღალ ტემპერატურას... ცუდი შედეგები ჰქონდა ანალიზებზე. სწორედ ამიტომ შეუერთდა კვირკველია ნაკრების შეკრებას ყველაზე გვიან" - GEO TEAMS - კვირის პალიტრა

"საბა რამდენიმე დღე ებრძოდა მაღალ ტემპერატურას... ცუდი შედეგები ჰქონდა ანალიზებზე. სწორედ ამიტომ შეუერთდა კვირკველია ნაკრების შეკრებას ყველაზე გვიან" - GEO TEAMS

"სა­უ­დის არა­ბე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ტუ­რით ადრე საბა კვირ­კვე­ლი­ამ წე­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო, ერთ-ერ­თმა მე­დი­კა­მენ­ტმა უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­ავ­ლი­ნა და ქარ­თვე­ლი მცვე­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა." - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "GEO TEAM" -ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, საბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

"ცუდი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და ანა­ლი­ზებ­ზე, მის­მა წო­ნამ საგ­რძნობ­ლად იკლო. საბა კვირ­კვე­ლია თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე კლი­ნი­კა­ში იწვა და მკურ­ნა­ლობ­და. სწო­რედ ამი­ტომ შე­უ­ერ­თდა კვირ­კვე­ლია ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბას ყვე­ლა­ზე გვი­ან და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯი­შობ­და.

გა­მო­ტო­ვა მატ­ჩი მონ­ტე­ნეგ­როს წი­ნა­აღ­მდე­გაც.ეს ამ­ბა­ვი ვი­ცო­დი თა­ვი­დან­ვე, თუმ­ცა ცხა­დია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ ამ ყვე­ლა­ფერს არ დავ­წერ­დი. არც სა­ბას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოც.ქსელ­ში შე­მოს­ვლი­სას ეს ამ­ბა­ვი აქ დახ­ვდე­ბა, თუმ­ცა ის გზა, რაც ბი­ჭებ­მა ამ ის­ტო­რი­ის და­წე­რის­თვის გა­ი­ა­რეს, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს.მად­ლო­ბა საბა კვირ­კვე­ლი­ას, რა გუ­ლი­თაც ემ­ზა­დე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის და რა მძი­მე გზა გა­ი­ა­რა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში გა­სა­მარ­თი მატ­ჩე­ბის­თვის მზად ყო­ფი­ლი­ყო." - ვკი­თხუ­ლობთ "GEO TEAM"- ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო