7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩეხეთს შეხვდება - როგორია "ჯვაროსნების" უახლოესი განრიგი
საქართველოს ნაკრებმა დაასრულა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი, უამრავი ემოცია და დასამასხოვრებელი წუთი გვაჩუქა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. ახლა ბიჭები დაისვენებენ, მერე დაუბრუნდებიან თავიანთ გუნდებს და მოემზადებიან ახალი საკლუბო სეზონისთვის...
მაგრამ სექტემბრიდან კვლავ გველის სანაკრებო ბატალიები - იწყება ერთა ლიგის რიგით IV, 2024/25 წლების გათამაშება, რომელშიც საქართველოს ნაკრები უკვე B ლიგაში იასპარეზებს და I ჯგუფში მისი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.
ჩეხეთს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან. ახლა ამ გუნდს 7 სექტემბერს თბილისში, ახალი გათამაშების I ტურში ვუმასპინძლებთ. 10 სექტემბერს ვითამაშებთ ალბანეთში, 11 ოქტომბერს სტუმრად უკრაინასთან, მერე ისევე მასპინძლები ვართ ალბანეთთან (14 ოქტომბერი), 16 ნოემბერს ვიღებთ უკრაინას და ტურნირს ვამთავრებთ ჩეხეთთან გასვლითი მატჩით (19 ნოემბერი).