"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი? - კვირის პალიტრა

"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ქარ­თველ ხალ­ხს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის გუ­შინ­დელ მატჩზე წერს და ამ­ბობს, რომ თავს ისე გრძნობ­დნენ, თით­ქოს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე თა­მა­შობ­დნენ და ეს მთლი­ა­ნად გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გერ­მა­ნი­ა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. დე­ბი­უ­ტან­ტი გუნ­დი, რო­მელ­მაც გა­აც­ნო ყვე­ლას თავი სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბით. 26 მარ­ტის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას ერთი მი­ზა­ნი გვქონ­და: ტურ­ნირ­ზე ჩვე­ნი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ქარ­თველ ხალ­ხს თავი ამა­ყად ეგ­რძნო და ვფიქ­რობ, ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. ყვე­ლა ის წამი, რო­მე­ლიც შეკ­რე­ბის და­წყე­ბის დღი­დან ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი და და­უ­ვი­წყა­რი იყო.

ვფიქ­რობ, ამ ერ­თი­ა­ნო­ბამ მო­ი­ტა­ნა ის შე­დე­გი, რომ­ლი­თაც დღეს შეგ­ვიძ­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ, ხვა­ლინ­დე­ლი დღის უკე­თე­სი შე­დე­გის იმე­დად. ბევ­რჯერ მით­ქვამს და არას­დროს და­ვიღ­ლე­ბი იმის თქმით, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყავს, რო­მე­ლიც არას­დროს გვტო­ვებს მარ­ტო. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, გერ­მა­ნი­ა­ში, თავს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე ვგრძნობ­დით.

მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ტრი­ბუ­ნი­დან, ქუ­ჩის ეკ­რა­ნე­ბი­დან, თუ სახ­ლი­დან, ყვე­ლა ძალა ჩვე­ნამ­დე სრუ­ლი სი­ზუს­ტით მო­ვი­და და ამან ყვე­ლა ეტაპ­ზე გაგ­ვაძ­ლი­ე­რა. მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე" - წერს ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.