"ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს!" - რას წერს ხვიჩა კვარცხელია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს!" - რას წერს ხვიჩა კვარცხელია სოციალურ ქსელში?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა სრულიად მსოფლიო აალაპარაკეს ტავიანთი მონდომებითა და თამაშით.

ევროპის ჩემიონატის მერვედფინალზე საქართველო ესპანეთთან დამარცხდა.

ხვიჩა კვარცხელია სოციალურ ქსეოლში ეხმაურება ნაკრების თამაშს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

"ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები", - წერს ხვიჩა კვარცახელია