საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ - ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს! - კვირის პალიტრა

საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ - ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს!

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.

"2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს", - წერია ინფორმაციაში.