საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, - "მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.