საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

screenshot-2024-07-02-103657-1719902266.png

ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

screenshot-2024-07-02-103649-1719902265.png

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

screenshot-2024-07-02-103635-1719902265.png

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.