ცუდი ამბავი მძღოლებისთვის - ტექინსპექტირება გაძვირდება?! - კვირის პალიტრა

ცუდი ამბავი მძღოლებისთვის - ტექინსპექტირება გაძვირდება?!

ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს. ამის საჭიროებაზე, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ ისაუბრა.

მისი თქმით, ტექდათვალიერების საფასურის გადახედვა 5 წელია არ მომხდარა, ეს მაშინ, როდესაც პერსონალის გადინების მაჩვენებელი არის კატასტროფულად მაღალი. ეს კი ცხადყოფს იმას, რომ არსებული რესურსებით ცენტრებს არსებობა გაუჭირდება.

"ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების ცენტრების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ჩვენ საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე, ძალიან გაუჭირდებათ ცენტრებს იმ რეალობაში, რომელშიც მანამდე მუშაობდნენ"

განაგრძე კითხვა