რომელ სამედიცინო კომპანიას უნდა მივანდოთ კლინიკის აღჭურვა? - კვირის პალიტრა

რომელ სამედიცინო კომპანიას უნდა მივანდოთ კლინიკის აღჭურვა?

სამედიცინო დაწესებულებების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა სამედიცინო პროდუქციის სწორად შერჩევაა.

კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში უნდა იყოს ჯანდაცვის მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

არჩევანის გაკეთება არ არის რთული, როცა ბაზარზე არის კომპანია, რომელიც, 2014 წლიდან დღემდე, 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების პარტნიორია სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერ კომპანია 4Hospitals-ზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წამყვან ხუთეულში პოზიციონირებს, მისი მთავარი აქტივი კი ხარისხი და სანდოობაა პარტნიორების მხრიდან.

4ჰოსპიტალსის ერთ-ერთი პარტნიორი კლინიკაა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი „მომავალი“, რომლის წარმომადგენლის თქმით:

„ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია ხარისხზე, შესაბამისად, 4Hospitals არის ჩვენი პარტნიორი, რომელსაც ვენდობით და მოხარულები ვართ მათთან თანამშრომლობით“.

თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც სხვადასხვა გამოკვლევებს შორის, კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება თრომბოზის და ჰემოსტაზის კვლევებს.

კლინიკა 2 წელზე მეტია ფუნქციონირებს და მის ბირთვს სადიაგნოსტიკო ლაბორატორია წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი-ლაბორანტები მუშაობენ. კლინიკაში ისეთი მიმართულებები დაგხვდებათ, როგორიცაა: გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, ჰემოსტაზიოლოგია, ჰემატოლოგია და სხვა.

viber-image-2023-03-29-10-33-52-987-1719915656.jpg

4ჰოსპიტალსი არის იქ, სადაც ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

მისი მთავარი ღირებულება ხარისხის მაღალი სტანდარტები, დროული და უწყვეტი მომარაგება, კეთილსინდისიერება და სანდოობაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ კომპანიის განახლებულ შოურუმში, მისამართზე: ლუბლიანას #28.

სიახლეებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

R