"ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე - კვირის პალიტრა

"ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე

"მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს წარ­მა­ტე­ბას ევ­რო­ზე! ბრა­ვო ბი­ჭე­ბო! გმი­რე­ბი ხართ, მთე­ლი ერის და არა მარ­ტო. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­ი­მია" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ევრო 2024-ზე მოღ­ვა­წე­ო­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა, კონ­ტრი­ძე ამ ეტა­პამ­დე მის­ვლა­საც კი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გა­მარ­ჯვე­ბად თვლის.

"მთე­ლი დღე ვფიქ­რობ რა ჩავ­წე­რო, რო­გორ მოგ­მარ­თოთ. მთე­ლი დღეა ვფიქ­რობ რა ფორ­მუ­ლი­რე­ბა მივ­ცე ჩემს ემო­ცი­ურ პა­ლიტ­რას.

ჩვე­ნო ბი­ჭე­ბო, ჩვე­ნო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბო, ჩვე­ნო ნაკ­რე­ბო, გმი­რე­ბო! ვუ­ერ­თდე­ბი მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი შე­მარ­თე­ბით, ჩემი მთე­ლი სხე­უ­ლით იმ მად­ლო­ბე­ბის კას­კადს, რო­მელ­საც თქვენ გიხ­დით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო. ეს გა­მარ­ჯვე­ბა არ იყო ლო­კა­ლუ­რი. ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლა პა­ტა­რა ერის, ყვე­ლა ჩვე­ნი მე­ზობ­ლის, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც არ სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბა სამ მი­ლი­ონ ნა­ხევ­რი­ან­მა ერმა ასე­თი რე­ზულ­ტა­ტი და­დოს ამ­ხე­ლა პა­ექ­რო­ბა­ში". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო