რა ხდება სოფელს დისველთან, სადაც რამდენიმე საათის წინ ქართული სუ-25 ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

რა ხდება სოფელს დისველთან, სადაც რამდენიმე საათის წინ ქართული სუ-25 ჩამოვარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

"ინტერპრესნიუსი"