"სისულელეა..." - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - კვირის პალიტრა

"სისულელეა..." - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ობოლაძემ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა ზივზივაძემ.

მანამდე გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, ასევე ბუდუ ზივზივაძის მამამ, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს, სამართლიანები ვიყოთ" - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა?

"მსგავსი არაფერი ყოფილა, კონტაქტი არ მქონია ბუდუსთან, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ"