"პირდაპირ ღაზას გულიდან: გვიყვარხართ! აღმოვაჩინეთ საოცარი ხალხი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს" - მსოფლიო მედია და საზოგადოება თბილისურმა შოუმ აღაფრთოვანა: რას წერენ ისინი? - კვირის პალიტრა

"პირდაპირ ღაზას გულიდან: გვიყვარხართ! აღმოვაჩინეთ საოცარი ხალხი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს" - მსოფლიო მედია და საზოგადოება თბილისურმა შოუმ აღაფრთოვანა: რას წერენ ისინი?

“ათა­სო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე შე­იკ­რი­ბა, რათა ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ, ევრო 2024- დან დაბ­რუ­ნე­ბულ ეროვ­ნულ სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს დახ­ვედ­რო­და“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა Reuters-ი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას - “სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს“ და მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით აწ­ვდი­და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რებ გულ­შე­მატ­კივ­რებს ამა­ღელ­ვე­ბელ კად­რებს.

“ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ევ­რო­პის მას­შტა­ბით მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი გა­მოს­ვლე­ბის სე­რია მო­ი­გეს. მათ შო­რის, სა­ნამ მერ­ვე­დფი­ნალ­ში, ეს­პა­ნეთ­თან 4-1 ითა­მა­შეს, იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა - 2:0 კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან“, - წერს Reuters-ი.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მის­ვლამ­დე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თბი­ლის­ში ღია ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და მათ ოვა­ცი­ე­ბით, ტა­შით ხვდე­ბოდ­ნენ.

“პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ქვეყ­ნის ოთხი­ვე მატჩს და­ეს­წრო, თი­თო­ე­ულ მო­თა­მა­შეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ჯილ­დო, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­დას­ცა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ნაკ­რებს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბას დაჰ­პირ­და, ზო­გი­ერ­თი დამ­სწრის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა, სა­ქარ­თვე­ლოს მწა­რე სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის შეხ­სე­ნე­ბის ნიშ­ნად, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნა­ტის გამო დრო­ე­ბით და­იჩ­რდი­ლა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

მსოფ­ლიო აჟი­ო­ტაჟს არც BBC ჩა­მორ­ჩა. მისი თქმით, “ზღაპ­რუ­ლი პროგ­რე­სის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ მე­ტო­ქე გუნ­დე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა“.

“მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა მათ მო­უ­წო­და, არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ შიში და ასეც მო­იქ­ცნენ, მი­დი­ოდ­ნენ ეს­პა­ნეთ­თან კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე, უშიშ­რად ას­რუ­ლებ­დნენ დრიბ­ლინგს და რის­კზე მი­დი­ოდ­ნენ... თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ იმით, რაც იხი­ლეს, ად­გი­ლებ­ზე დარ­ჩნენ სრუ­ლი დრო­ის ამო­წურ­ვის შემ­დე­გაც, სკან­დი­რებ­დნენ და ქარ­თველ მო­თა­მა­შე­ებს ტაშს უკ­რავ­დნენ. მათ და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბა და­უ­ტო­ვეს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ მოვ­ლე­ნებს თვალს მსხვი­ლი მე­დია გა­მო­ცე­მე­ბის გარ­და, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც ადევ­ნებ­დნენ თვალს.

“მათ ეს და­იმ­სა­ხუ­რეს!; რო­გო­რი აღ­ნიშ­ვნაა!; პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ტე­ხე­ლი თა­მა­შის­თვის“ - წერ­დნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “პირ­და­პი­რი ეთე­რის“ ყუ­რე­ბი­სას.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო