"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე - კვირის პალიტრა

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე

"დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვლა­დი­მირ ვა­ისს. რაც ორი კვი­რის წინ მოხ­და, მისი წარ­მა­ტე­ბაც არის. მან ბევ­რი იმუ­შა­ვა გუნ­დის სტრუქ­ტუ­რა­ზე და არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე მი­იწ­ვია ნაკ­რებ­ში. ფეხ­ბურთში არა­ფე­რი შენ­დე­ბა ერთ დღე­ში და არც ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში. ეს ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შა­ოა და ვლა­დი­მირ ვა­ი­სი ამ ყვე­ლაფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია", - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის ინ­ტერ­ვუს მოკ­ლე ჩა­ნართს “ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი“ აზი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვიუ სა­ნი­ოლ­მა უე­ფას ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბი­სას ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს მის­ცა.

მან ხაზი გა­უს­ვა ნაკ­რე­ბის წინა მწვრთნე­ლის, ვლა­დი­მირ ვა­ი­სის როლს იმ წარ­მა­ტე­ბა­ში, რა­საც დღეს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მი­აღ­წია.

"ეს წარ­მა­ტე­ბა იმი­სი შე­დე­გია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თა. ფეხ­ბურ­თის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ დღეს ჩვენ ევ­რო­ზე ვართ", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­ოლ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან, დორ­ტმუნდში, "სიგ­ნალ იდუ­ნა პარკზე" მატ­ჩით და­ი­წყო, თუმ­ცა ან­გა­რი­შით 1:3 და­მარ­ცხდა. 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და პლეი-ოფში გა­ვი­და.

მე­ო­თხედ, ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ცხით, ან­გა­რი­შით 4:1 დას­რულ­და და ამ ეტაპ­ზე, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევრო 2024 გა­მო­ე­თი­შა.

ambebi.ge