"მე ხომ ვერ ვკითხულობ" - რა ეწერა წერილში, რომელიც ვილი სანიოლმა გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილის ხელით გაუგზავნა? - ეროვნული ნაკრების კაპიტნის კომენტარი - კვირის პალიტრა

"მე ხომ ვერ ვკითხულობ" - რა ეწერა წერილში, რომელიც ვილი სანიოლმა გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილის ხელით გაუგზავნა? - ეროვნული ნაკრების კაპიტნის კომენტარი

"არ ვიცი რა ეწერა, მე ხომ ვერ ვკითხულობ..." - ამის შესახებ გურამ კაშიამ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ეწერა წერილში, რომელიც ვილი სანიოლმა მას გიორგი წიტაიშვილის ხელით გაუგზავნა.

ცნობისთვის, გურამ კაშიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დისლექტიკია... [დისლექსია კითხვის უნარის დაქვეითებას ნიშნავს].

"დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ, მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, "დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო..." მთელი ბავშვობა მქონდა კომპლექსი. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე. იქ მასწავლებელმა მითხრა, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სიტყვა. წავედი და ტესტები გავიარე. საქართველოში მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ გავიგებდი, რომ დისლექტიკი ვარ"...

ვიდეო იხილეთ ლინკზე