(VIDEO) "მუშაობა რომ შემეძლოს, თანხებს მე თვითონ შევაგროვებდი, მაგრამ... ვერ ვხედავ" - როგორ გამოიყურება ოპერაციის შემდეგ მარიამ ტატანაშვილი - კვირის პალიტრა

(VIDEO) "მუშაობა რომ შემეძლოს, თანხებს მე თვითონ შევაგროვებდი, მაგრამ... ვერ ვხედავ" - როგორ გამოიყურება ოპერაციის შემდეგ მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს დაშავდა, პირველი ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს მე­გობ­რებ­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მრა­ვალ­მხრი­ვი ტრავ­მის გამო მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი და მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩა.

მარიამ ტატანაშვილს ტელეკომპანია "იმედის" გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა მარიამისთვის ძველი გარეგნობის დაებრუნებას.

"რაც ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე­ბით უფა­სოდ. რო­დე­საც თქვენს პრობ­ლე­მებს გა­მო­ვიკ­ვლევთ, შეგ­ვეძ­ლე­ბა გი­თხრათ, რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ. რა თქმა უნდა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გექ­ნე­ბათ და შე­იძ­ლე­ბა ისე­თიც გახ­დეთ, რო­გო­რიც აქამ­დე იყა­ვით“, - აღ­ნიშ­ნა ცი­ცი­ნო შურ­ღა­ი­ამ.

ვიდეო იხილეთ ლინკზე