სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო

თურ­ქეთ -ავ­სტრი­ის შეხ­ვედ­რი­სას, ფი­ნა­ლურ ტურ­ში თურ­ქმა მცველ­მა მე­რიჰ დე­მი­რალ­მა ორი გოლი გა­ი­ტა­ნა და სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ან­გა­რი­შით 2-1 გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა ჟეს­ტით, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც "მგლის მი­სალ­მე­ბა".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სიმ­ბო­ლო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თურ­ქულ მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტულ ჯგუფ­თან "რუხი მგლე­ბი".

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უე­ფას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა. უფრო მე­ტიც, ამას გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან დაგ­მო თურ­ქი მცვე­ლის ასე­თი ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი სი­ხა­რუ­ლი.

"თურ­ქი მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტე­ბის სიმ­ბო­ლო­ებს ად­გი­ლი არ აქვს ჩვენს სტა­დი­ო­ნებ­ზე. ევ­რო­პის ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რა­სიზ­მის პლატ­ფორ­მად გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ვე­ლით, რომ უეფა გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და გა­ნი­ხი­ლავს სან­ქცი­ებს", - ავ­რცე­ლებს cnn გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ნენ­სი ფე­ზე­რის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც X-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჯგუ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა. გააგრძელეთ კითხვა