(VIDEO) "ეროვნულებზე ფეხით დავწერე კლავიატურაზე" - რას ჰყვება აბიტურიენტი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ეროვნულებზე ფეხით დავწერე კლავიატურაზე" - რას ჰყვება აბიტურიენტი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა

გუ­შინ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. გი­ორ­გი ზარ­ქუა ერთ-ერ­თია უამ­რავ აბი­ტუ­რი­ენტს შო­რის, რო­მე­ლიც წელს გა­მოც­დებს აბა­რებს და სჯე­რა, რომ და­სა­ხულ მიზ­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

"ფე­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ვბეჭ­დავ­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ქარ­თულ­ში სამი სა­ა­თი გვქონ­და, მაგ­რამ მე გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მქონ­და, სა­ა­თი და 32 წუთი გა­მო­ვი­ყე­ნე. ვი­ყა­ვი ორ დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორ წერს ეს ბავ­შვი გა­მოც­და­სო.

2006 წელს და­ვი­ბა­დე ხე­ლე­ბის გა­რე­შე. ამას ერთი წუ­თი­თაც არ შე­უშ­ლია ხელი ჩემ­თვის. პი­რი­ქით გა­მოწ­ვე­ვა გა­მოწ­ვე­ვა­ზე მო­დი­ო­და და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ჩემ ცხოვ­რე­ბა. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რომ ხე­ლე­ბით ჩემი ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და.

სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ პი­რო­ბე­ბი დავ­წე­რე მთე­ლი გა­მოც­და, კლა­ვი­ა­ტუ­რი­თა და მა­უ­სით. ვფიქ­რობ, რომ კარ­გად ავ­წე­რე. მად­ლო­ბა " NAEC" - ს რო­მელ­მაც უდი­დე­სი საქ­მე გა­მი­კე­თა და დრო გა­მი­ორ­მაგ­და. მო­ნიშ­ნუ­ლი მაქვს 5-6 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფსი­ქო­ლო­გია, პო­ლი­ტი­კა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. უფრო პო­ლი­ტი­კის­კენ მინ­და წა­ვი­დეს ჩემი კა­რი­ე­რა." - ამ­ბობს აბი­ტუ­რი­ენ­ტი PALITRAVIDEO-სთან სა­უბ­რი­სას.

ვიდეო იხილეთ ლინკზე