"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

დღეს დი­ლას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პოს­ტი მკლავ­ჭი­დელ და არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ონ ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვილ­ზე, მეტ­სა­ხე­ლად "ჰალ­კი", სა­დაც წე­რია, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აე­რო­პორ­ტში არა­ვინ დახ­ვდა.

სუ­რა­თი, სა­დაც ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ქამ­რით ხელ­ში აე­რო­პორ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად 2019 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ: აე­რო­პორ­ტში არ დავ­ხვდით, მე­დია არ ახ­მა­უ­რე­ბუ­ლა მისი გა­მარ­ჯვე­ბის გამო, აშ­კა­რად, სა­თა­ნა­დოდ ვერ ვა­ფა­სებთ მის ჭეშ­მა­რიტ ღვაწლს, არა­და, ამა­სო­ბა­ში ქარ­თვე­ლი "ჰალ­კი", ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მკლავ­ჭი­დე­ლი გახ­და, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი. მოდი, გა­ვა­ზი­ა­როთ მისი ფოტო ჩვენს პი­რად გვერ­დებ­ზე ჰეშ­თე­გით. ასე მო­ვე­ფე­როთ ამ მა­გარ ბიჭს, სა­ნამ უფიქ­რია, რომ მის სამ­შობ­ლო­ში ვერ ამ­ჩნე­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი თა­ვად სპორ­ტსმენ­მაც გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც წერს, "ძა­ლი­ან გთხოვთ ძველ პოს­ტებს ნუ აზი­ა­რებთ..."

ლე­ვანს თურ­ქეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ამ­ჟა­მად ტურ­ნირ­ზე ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც გვი­თხრა, არ გრძნობს თავს და­უ­ფა­სებ­ლად და გულ­შე­მატ­კივ­რებს სთხოვს რომ ამა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლონ

ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი (ჰალ­კი):

- ახლა თურ­ქეთ­ში ვარ, შე­ჯიბ­რი ტარ­დე­ბა, მე არ მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ამ შე­ჯიბ­რის სუ­პერ მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი ვარ და მათი ქა­მა­რი მაქვს. ახლა უბ­რა­ლოდ სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ვარ ჩა­მო­სუ­ლი, ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან.

გააგრძელეთ კითხვა