ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ.

დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც “ინტერპრესნიუს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.