"ხელი ირან­ში მთხო­ვა... "ინ­სტაგ­რამ­ზე" სთო­რი­ში მნა­ხა... პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა და მი­თხრა, მე შენ დიდი ხა­ნია გათ­ვა­ლი­ე­რებ და ჩვენ ერ­თად უნდა ვი­ყო­თო" - კვირის პალიტრა

"ხელი ირან­ში მთხო­ვა... "ინ­სტაგ­რამ­ზე" სთო­რი­ში მნა­ხა... პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა და მი­თხრა, მე შენ დიდი ხა­ნია გათ­ვა­ლი­ე­რებ და ჩვენ ერ­თად უნდა ვი­ყო­თო"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის მე­უღ­ლე, ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლი "დღის პოს­ტის" ეთერ­ში გი­ორ­გის გაც­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და ასე­ვე იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ სთხო­ვა ხელი. ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ირან­ში თა­მა­შობს, საყ­ვა­რელ ქალ­საც ხელი ირან­ში სთხო­ვა.

"ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით, 2018 წელს გა­ვი­ცა­ნით. "ინ­სტაგ­რამ­ზე“ სთო­რი­ში მნა­ხა და სთხო­ვა ჩემს მე­გო­ბარს, გა­მა­ცა­ნიო.

მე ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა და მი­თხრა, მე შენ დიდი ხა­ნია გათ­ვა­ლი­ე­რებ და ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან ერ­თად უნდა ვი­ყო­თო... რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი, მაგ­რამ მისი სი­მა­მა­ცე მო­მე­წო­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წე­ლი­წად­ში შე­ვუღლდით... ხელი ირან­ში მთხო­ვა...

ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ბა­ვი იყო, რად­გან ირან­ში არ არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, ქალ­თან მუხ­ლმოდ­რე­კით წარ­დგეს კაცი და ხელი სთხო­ვოს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი ამ­ბა­ვი იყო. მომ­დევ­ნო დღეს, მთე­ლი პრე­სა ამა­ზე წერ­და. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები