"ახლა უკვე ოფიციალურად" - გიორგი კეპულაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ახლა უკვე ოფიციალურად" - გიორგი კეპულაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

"ახლა უკვე ოფიციალურად" - გიორგი კეპულაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს. მისი მეუღლე უმშვენიერესი მარიამ დევრისაშვილია, სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მო­თა ალი­ან­სის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯერი.

ქორწილში გადაღებული ფოტოები, რომლების კეპულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ფოტოგრაფ ლევან ქართველიშვილს ეკუთვნის.

kepulaze-1720166417.jpg

გიორგი კეპულაძე „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებს. მან მიიღო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2003 წლიდან გიორგი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა კორესპონდენტად.

kepulaze-6-1720165960.jpg

2009 წლიდან 2013 წლამდე გიორგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მიღებული აქვს რამდენიმე დიპლომი და სერტიფიკატი სხვადასხვა საერთაშორისო სემინარებში და კონფერენციებში მონაწილეობისთვის, არის ღირსების ორდენის კავალერი.

kepulaze-3-1720166493.jpg

"გილოცავთ, ულევი სიხარული თქვენ და ბედნიერ წელთა სიმრავლე"

"რა მაგარი ამბავია! გილოცაააავთ! უბედნიერესები იყავით"

"გილოცავ კეპო, რა მაგარია, სულ ბედნიერად მენახე"

"ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს!"

"მყარ და ბედნიერ ოჯახს გისურვებთ!", - წერენ კომენტარებში.