ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.

ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

"ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო, შენი სული. ძა­ლი­ან დიდი მუ­სი­კო­სი და­აკ­ლდა სამ­ყა­როს...შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო ლი­ა­ნა", - წერს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი.

screenshot-2024-07-05-132021-1720171238.png