წალენჯიხაში არასრულწლოვანი დაჭრეს - კვირის პალიტრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.

გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანს ჭრილობები მსუბუქი ფორმით ჰქონდა მიყენებული, თუმცა საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"