საქართველოს რომელ რეგიონს ემუქრება სტიქია?! - "ყველასგან მოულოდნელად ბოლო დროს კახეთში დაფიქსირდა ქარბორბალაც" - კვირის პალიტრა

საქართველოს რომელ რეგიონს ემუქრება სტიქია?! - "ყველასგან მოულოდნელად ბოლო დროს კახეთში დაფიქსირდა ქარბორბალაც"

„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ - ასე ეხმაურება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გლობალური კლიმატის ცვლილებების საკითხს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ 10-წლიანი სტატისტიკით მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა საქართველოში, ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტემპერატურის ხანგრძლივობა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური კლიმატის ცვლილების ფონი. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ძალიან მაღალი ტენიანობა ფიქსირდება და ესეც გლობალური ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორია. ხდება უფრო ინტენსიური აორთქლება და ეს იწვევს ჰაერის ნაკლებობას, განსაკუთრებით ქალაქში, სადაც განიავების პრობლემა და მშენებლობების ბუმია“ - განაცხადა მან.

როგორც ის აღნიშნავს, ყველასგან მოულოდნელად ბოლო დროს კახეთში დაფიქსირდა ქარბორბალაც, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო და თუ განზოგადოებულად, ამ რეგიონში ქარბორბალა თითქმის არ ყოფილა, ამჯერად ესეც კლიმატის ცვლილების ფონია და იმ ქარის ნაკადების, რომელიც დღეს ატმოსფეროში გვხვდება.

განაგრძე კითხვა