ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა - კვირის პალიტრა

ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

Ø ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები

Ø მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი,

Ø სერვის +

Ø სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები

Ø აპარტოტელების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

Ø დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

Ø მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

Ø სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია

Ø სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები

Ø სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ.

NS