"ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან - კვირის პალიტრა

"ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბერ­ძნეთ­თან ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩი მო­ი­გო და ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ გუნ­დებს შო­რის, ჩემ­პი­ო­ნის­თვის ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თო, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გა­ას­მაგ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­რე­ბი, სტა­ტუ­სე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც უცხო კლუ­ბებ­ში მო­თა­მა­შე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებს ამ­ხნე­ვებ­დნენ და გა­მარ­ჯვე­ბას უსურ­ვებ­დნენ.

მათ შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო Levante UD. მათ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი მი­მარ­თვა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სად­მი და რო­გორც გვერ­დის ად­მი­ნი “ფორ­მუ­ლას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, “მას შემ­დეგ, რაც შოთა [არ­ვე­ლა­ძე­ზე] პოს­ტი და­დეს და ქარ­თუ­ლად წერა და­ი­წყეს, პოს­ტე­ბის მო­წო­ნე­ბა რა­კე­ტის სიჩ­ქა­რით გაფ­რინ­და“.

ხავი დე ლა ოსას­მა “ფორ­მუ­ლას“ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

“რა საკ­ვირ­ვე­ლია ვხვდე­ბით, რომ ჩვენც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გავ­ხდით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პოს­ტე­ბით. გვეს­მის რა­ტომ მოჰ­ყვა ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მათ ქარ­თულ ენა­ზეც. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, თუ რო­გორ ვა­მა­ყობთ გი­ორ­გით და იმ დო­ნით, რომ­ლი­თაც მან ითა­მა­შა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ჩვენ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო იმის ნახ­ვა, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნა მან თა­ვიც და ქვე­ყა­ნაც. სა­ქარ­თვე­ლომ ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რია და­წე­რა.

მივ­ხვდით, რომ ქარ­თუ­ლად წერა ჩვენს პო­ტენ­ცი­ურ აუ­დი­ტო­რი­ას გაზ­რდი­და და ჩა­ვე­ჭი­დეთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თუმ­ცა, ეს ჩვე­ნი პი­რა­დი სი­ა­მა­ყის სა­კი­თხი­ცაა, რო­დე­საც ჩვე­ნი კლუ­ბის წევ­რი ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ევ­რო­პა­ზე და ნაკ­რე­ბის ტრი­უმ­ფის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლია. იხილეთ სრულად