"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ..." - რას წერს თიკა ჯამბურია? - კვირის პალიტრა

"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ..." - რას წერს თიკა ჯამბურია?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თიკა ჯამ­ბუ­რია შვილ­თან ერ­თად, სი­ცი­ლი­ა­ში ყო­ფი­ლი ქმრის ქორ­წილს და­ეს­წრო. ბექა ხო­ფე­რი­ა­სა და სოფო ქურ­დი­ა­ნის ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი, სი­ცი­ლი­ის ერთ-ერთ შა­ტო­ში, Castello Xirumi-ში გა­ი­მარ­თა. აე­რო­პორ­ტის გზა­ზე თიკა წერ­და, რომ მისი გა­მომ­წე­რე­ბი მალე გა­ი­გებ­დნენ, თუ სად მიფ­რი­ნავ­და შვილ­თან ერ­თად.

ყოფილი მეუღლის ქორწილიდან გაზიარებულ ფოტოებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილისგან უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰყვა, რა­საც ჯამ­ბუ­რი­ამ ასე უპა­სუ­ხა:

"უთავ­მოყ­ვა­რე­ოს მე­ძა­ხი­ან ის ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქმრე­ბი აბუ­ლინ­გე­ბენ, აში­ნე­ბენ, სცე­მენ... და ამას მა­ლა­ვენ იმი­ტომ რომ, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას უფრთხილ­დე­ბი­ან.

კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­თვის თქვენ­ნა­ი­რი მო­აზ­როვ­ნე ხალ­ხის­გან გა­მოთ­ქმუ­ლი ცუდი, ანუ კომ­პლი­მენ­ტია... ესე იგი, სწორ გზა­ზე ვარ და სწო­რად ვცხოვ­რობ, არა წარ­სულ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი, აწ­მყო­თი და მო­მავ­ლის იმე­დით..." - წერს მომღერალი.

ბექა ხოფერიას ზღაპრული ქორწილი სიცილიაში, რომელსაც მისი ყოფილი მეუღლეც ესწრებოდა - რა ფოტოებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია