"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ..." - რას წერს თიკა ჯამბურია?
რამდენიმე დღის წინ თიკა ჯამბურია შვილთან ერთად, სიცილიაში ყოფილი ქმრის ქორწილს დაესწრო. ბექა ხოფერიასა და სოფო ქურდიანის ზღაპრული ქორწილი, სიცილიის ერთ-ერთ შატოში, Castello Xirumi-ში გაიმართა. აეროპორტის გზაზე თიკა წერდა, რომ მისი გამომწერები მალე გაიგებდნენ, თუ სად მიფრინავდა შვილთან ერთად.
ყოფილი მეუღლის ქორწილიდან გაზიარებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, რასაც ჯამბურიამ ასე უპასუხა:
"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ, აშინებენ, სცემენ... და ამას მალავენ იმიტომ რომ, თავმოყვარეობას უფრთხილდებიან.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის თქვენნაირი მოაზროვნე ხალხისგან გამოთქმული ცუდი, ანუ კომპლიმენტია... ესე იგი, სწორ გზაზე ვარ და სწორად ვცხოვრობ, არა წარსულზე მიჯაჭვული, აწმყოთი და მომავლის იმედით..." - წერს მომღერალი.