ტოსკანაში საცხოვრებლად გადასასვლელად იტალიის მთავრობა 32 000 დოლარს გადაგიხდით - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა?
წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით იღვიძებთ ტოსკანის სოფლის ხედით, წითელი ღვინით, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ზეთისხილის კორომებით თქვენსავე სახლში - ეს შეიძლება რეალობად იქცეს.
businessinsider ტოსკანის სამთავრობო პირების გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამის მიზანი, ულამაზესი მიტოვებული და გაუკაცრიელებული სოფლების დასახლებაა და ეს პრობლემა არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილ ტოსკანას აქვს.
ადგილობრივმა მმართველებმა შექმნეს 3,000,000 დოლარის ბიუჯეტის მქონე ფონდი, რათა მსურველებს სოფლად გადასვლაში დაეხმარონ. ამისთვის ფონდი “ბენეფიციარს“ გრანტების სახით 32000 აშშ დოლარამდე გადაუხდის. თანხა ტოსკანაში გადასასვლელად და სახლის შესაკეთებლად იქნება გაწერილი.

პროგრამა "რეზიდენტი მთებში" ამ წლის ივნისში ამოქმედდა და ბიუჯეტი შეივსო 2 800 000 ევრომდე შეივსო (დაახლოებით 3,001,740 აშშ დოლარი).
მსურველებს, საკუთარი ახალი სახლის გასარემონტებლად და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად გადაუხდის 10,000 ევროდან 30,000 ევრომდე (დაახლოებით 10,720 დოლარიდან- 32,161 აშშ დოლარამდე). გააგრძელეთ კითხვა