"დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში უნდა წავიდე აქედან, ალბათ, რაღაც იცის" - რის შესახებ აფრთხილებს ალა პუგაჩოვა მეგობრებს და რატომ მოუწოდებს მათ რუსეთის დატოვებისკენ? - კვირის პალიტრა

"დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში უნდა წავიდე აქედან, ალბათ, რაღაც იცის" - რის შესახებ აფრთხილებს ალა პუგაჩოვა მეგობრებს და რატომ მოუწოდებს მათ რუსეთის დატოვებისკენ?

ალა პუ­გა­ჩო­ვა რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მომ­ღე­რალ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს უკვე და­უ­რე­კეს - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს.

პუ­გა­ჩო­ვამ ჯერ თვი­თონ და­უ­ჭი­რა სა­ჯა­როდ მხა­რი უკ­რა­ი­ნას ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და აგ­რე­სო­რი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა, ახლა კი კო­ლე­გებ­საც იგი­ვე ქმე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ალა­ჩკამ და­რე­კა და მი­თხრა, რომ ერთ თვე­ში, მაქ­სი­მუმ, უნდა წა­ვი­დე, ასე თქვა, რა­ტომ? - არა­ფე­რი ამიხ­სნა. მი­თხრა, რომ მხო­ლოდ მა­შინ მე­ტყვის, როცა შევ­ხვდე­ბით, მე ჯერ კი­დევ არ გა­და­მი­წყვე­ტია წას­ვლა, მაგ­რამ ალა­ჩკამ, ალ­ბათ, რა­ღაც იცის", - ცი­ტი­რებს მე­დია პუ­გა­ჩო­ვას მე­გობ­რის სი­ტყვებს, თუმ­ცა მის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ხე­ლებს. გააგრძელეთ კითხვა