არსებული ინფორმაციით, თბილისში კურიერს 8 პირი თავს დაესხა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში კურიერს 8 პირი თავს დაესხა

თბილისში, "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

"დაურეკეს და უთხრეს, რომ შეკვეთას კონკრეტული პროდუქტი აკლდა..." - დანაშაულის დეტალები