"რა ნე­ბის­ყო­ფა გჭირ­დე­ბა ბრძო­ლის­თვის, რომ ახ­ლო­ბე­ლი გა­და­არ­ჩი­ნო " - რას წერს დაჭრილი კურიერის ნათესავი, ჟურნალისტი სალომე გოგოხია - კვირის პალიტრა

"რა ნე­ბის­ყო­ფა გჭირ­დე­ბა ბრძო­ლის­თვის, რომ ახ­ლო­ბე­ლი გა­და­არ­ჩი­ნო " - რას წერს დაჭრილი კურიერის ნათესავი, ჟურნალისტი სალომე გოგოხია

თბი­ლის­ში "გლო­ვოს" კუ­რი­ე­რი დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­რი­ერს, შეკ­ვე­თის მი­ტა­ნის შემ­დეგ მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის გამო, ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, შემ­დეგ კი, პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. დაჭ­რი­ლის ნა­თე­სა­ვია ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე გო­გო­ხია, რო­მე­ლიც მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინფრო­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს."მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის და გამ­ხნე­ვე­ბის­თვის . დიდი ჭი­დი­ლის შემ­დეგ კლი­ნი­კამ და­ი­ტო­ვა პა­ცი­ენ­ტი, ჩემს თვალ­წინ გა­უ­კეთ­და გა­დახ­ვე­ვა და დაჭ­რი­დან ორი სა­ა­თის შემ­დე­გაც სის­ხლი სდი­ო­და და­ზა­რა­ლე­ბულს და ამ ფონ­ზე ლო­გი­კას ცდე­ბა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ასეთ პა­ცი­ენტს გვა­ტან­დნენ სახ­ლში! ახლა გა­ირ­კვა თურ­მე რომ ად­გილ­ზე მო­იწ­ვე­ვენ ხვალ მიკ­რო ქი­რურგს, ან­გი­ო­ლოგ­საც.. თურ­მე სა­ჭი­რო და შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტის მოწ­ვე­ვა. სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია რომ მოხ­დეს ტერ­ფის რე­კონ­სტრუქ­ცია და თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცია აი­რი­დოს. თქვენ შე­ა­ფა­სეთ ახლა რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და რა ნე­ბის­ყო­ფა გჭირ­დე­ბა ბრძო­ლის­თვის, რომ ახ­ლო­ბე­ლი გა­და­არ­ჩი­ნო და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას!

და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ებს, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე არა­ვი­ნაა და­კა­ვე­ბუ­ლი. წე­სით არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს მათ კვალ­ზე გას­ვლა პო­ლი­ცი­ას, აქვთ საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. და აქვე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე, ხე­დავ­დნენ ჩხუბს, სრო­ლას და მათ­ში ერთი ადა­მი­ა­ნიც არ მო­ი­ძებ­ნა ვინც112-ზე და­რე­კავ­და.

ხალ­ხო, ნე­ბის­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ და ჩვენ მა­ინც და­ვინ­დოთ და და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, ზოგ­ჯერ ერთი ზა­რია გა­დამ­წყვე­ტი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ნუ გავ­წი­რავთ ერ­თმა­ნეთს თო­რემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რომ გაგ­ვწი­რა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა კი ხე­დავთ ყვე­ლა. ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა ში, სა­დაც წევს ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი, დაჭ­რი­ლი წევს. ჯერი და­ა­ხა­ლეს დღი­სით, მზი­სით შუა ქა­ლაქ­ში, გლო­ვოს კუ­რი­ე­რია და მი­ი­ტა­ნა შეკ­ვე­თა და ვი­ღაც ნა­ბიჭ­ვარ­მა მთვა­რალ­მა კა­ცებ­მა და კა­იფ­ში მყო­ფებ­მა სცე­მეს და მერე და­ა­ხა­ლეს ჯერი. დაფშვნი­ლია ძვლე­ბი ფე­ხის თი­თე­ბის, ტერ­ფე­ბი", - წერს სა­ლო­მე გო­გო­ხია.