რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო და რა განცხადებას ავრცელებს მერია - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო და რა განცხადებას ავრცელებს მერია

გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რა­საც თან ერ­თო­და ძლი­ე­რი ქარი, პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა დე­და­ქა­ლაქს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზა­რა­ლი მი­ად­გა სამ­გო­რის, კრწა­ნი­სი­სა და სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, უა­მინ­დო­ბის შე­დე­გად წაქ­ცე­ულ­მა ხე­ებ­მა და­ა­ზი­ა­ნა სახ­ლე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე მი­სა­მარ­თზე ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­და­ხა­და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს."მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა პრობ­ლე­მურ ად­გილ­ზე, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­რი­ი­სა და გამ­გე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად.

გაწ­მენ­დი­ლია წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბით ჩა­ხერ­გი­ლი გზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ზა­რა­ლის აღ­რი­ცხვა.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, დარ­ე­კონ მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე: 2 72 22 22 ან და­უ­კავ­შირ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბას”, - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"